ფონდი „ქომაგის“ გამგეობის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ფონდი „ქომაგის“ გამგეობის თავმჯდომარე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
20:07 29.06.2012
ყველა მოქალაქის ინტერესს, რომელმაც ფონდს „ქომაგს“ დახმარების თხოვნით მიმართა, არასამთავრობო ორაგანიზაციები დაიცავენ - ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ია მეტრეველი ავრცელებს.

„იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაბარებულები იქნებით შსს-ს სამინისტროს მიერ მოწმის სახით სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად, აუცილებლად დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე - 595 39 29 92. ან ქალაქის ნომერზე 231 30 61. „ფოდნი ქომაგი“ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოახდენს თქვენი ინტერესების
დაცვას და ადვოკატირებას“- ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეები პროკურატურამ გუშინ დაკითხვაზე დაიბარა.

„ქომაგთან“ დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის შემთხვევები დააფიქსირა.

ბეჭდვა