ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, დღეს ქართველი სტუდენტებისა და ემიგრანტების ორგანიზებით ანტისაოკუპაციო აქცია - "შენს სახლამდე 400 მეტრია"
- გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მიზანია, გააპროტესტოს რუსეთის იმპერიალისტული პოლიტიკა საქართველოში, პატივი მიაგოს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და შეახსენოს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით.
ქართველების გარდა, ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მათი უცხოელი მეგობრებიც.
აქცია ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, ვენის სახელმწიფო ოპერის გვერდით გაიმართება.
