საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბაქოდან წალეჯიხის რაიონში ჩავიდა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულები მოინახულა.
პრეზიდენტმა სოფლის მეურნებისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს ადგილზე დავალებები მისცა. მან ზაზა გოროზიასა და რამაზ ნიკოლაიშვილს მეწყერსაშიში ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია და სტიქიის მიერ მათთვის მიყენებული ზარალის დათვლა დაავალა.
უამინდობისა და ძლიერი წვიმების გამო, წუხელ წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში მეწყერი ჩამოწვა.
ასევე, მძიმე ვითარებაა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, სადაც სავალი გზა ადიდებულმა მდინარემ წაიღო. დაზიანებულია შემოვლით გზაზე არსებული ხიდიც. გასკდა წყლის დამბაც, რამაც სახლების დატბორვა გამოიწვია.
ამ დროისთვის უკვე შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.
