კორეაში საქართველოს ელჩმა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და კორეული ინსტიტუტის პრეზიდენტთან შეხვედრები გამართა
კორეაში საქართველოს ელჩმა კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და კორეული ინსტიტუტის პრეზიდენტთან შეხვედრები გამართა
18:27 03.08.2017
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი კორეის იმპორტიორთა ასოციაციის - KOIMA-ს თავმჯდომარეს, მიუნგ ჯინ შინს შეხვდა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქართული კომპანიებისა და KOIMA-ს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და კორეის რესპუბლიკაში იმპორტირებული ქართული პროდუქციის რაოდენობის ზრდის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას და ქართული ბაზრის შესწავლის მიზნით KOIMA-ს მიერ საქართველოში კორეელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტის ორგანიზების შესაძლებლობას.
ოთარ ბერძენიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა პოლიტიკურ მეცნიერებათა საკითხებში წამყვანი კორეული ინსტიტუტი ASAN-ის პრეზიდენტთან, ჰამ ჩაიბონგთან.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ ცნობადობის გაზრდის საკითხზე კორეის აკადემიურ წრეებსა და წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის.

ბეჭდვა