ლევან იზორია: მაიკ პენსის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესის დაფასება იყო
ლევან იზორია: მაიკ პენსის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესის დაფასება იყო
14:17 03.08.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მკაფიო განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად დაუდგება საქართველოს გვერდით.
ამის შესახებ ლევან იზორიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მაიკ პენსის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
„სამი ძირითადი მიმართულება იყო პრიორტეტული. პირველი - ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეორე - დემოკრატიის კონსოლიდაცია და მესამე - ეკონოპმიკური კეთილდღეობა.
მიღწეული პროგრესის დაფასება გახლდათ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ჩამობრძანებისა, რომელმაც მკაფიო და პოზიტიური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყო და მომავალში უფრო მასშტაბურად იქნება საქართველოს გვერდით“- განაცხადა ლევან იზორიამ.

ბეჭდვა