პარლამენტმა კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა
პარლამენტმა კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა
18:15 29.06.2012
საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დღეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო კონცეფცია დაამტკიცა.  
კონცეფცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად შეიმუშავა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ეს არის კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის წარმართვის გენერალური ხაზი.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოს გენერალური იდეა არის სტაბილური, უსაფრთხო, მშვიდობიანი და განვითარებული კავკასიის რეგიონი.
კონცეფციაში ასევე ასახულია რეგიონში ტერორიზმის კუთხით არსებული საფრთხეები.
კონცეფცია მიზნად ისახავს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში არსებული კავშირების გამყარება-გაღრმავებას.

ბეჭდვა