მიხეილ ჯანელიძე: არ დავუშვებთ, რომ პროვოკაციებს წამოვეგოთ
  მიხეილ ჯანელიძე: არ დავუშვებთ, რომ პროვოკაციებს წამოვეგოთ
14:09 03.08.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობას არ დაუშვებს.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკა არის და იქნება მშვიდობასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირაბული.
ამის შესახებ ჯანელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გაკეთებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიანი გზით ამ ძალიან რთულ პრობლემასთან გამკლავებას. ჩვენი პოლიტიკა არის და დარჩება მშვიდობაზე, შერიგებაზე, ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული“- განაცხადა ჯანელიძემ.

ბეჭდვა