პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
17:35 29.06.2012
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს საზეიმოდ დაიხურა და სხდომაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

როგორც სესიის დახურვამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, შესაძლოა, ეს არ იყოს ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა.

მან ყველა დეპუტატს თანამშრომლობისა და კოლეგიალობისთვის მადლობა გადაუხადა.

მე-7 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება კონსტიტუციის თანახმად ახალი პარლამენტის რეგისტრაციამდე გრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა, კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნებიდან არაუგვიანეს 20 დღისა უნდა ჩატარდეს. ამ სხდომაზე რეგისტრაცია ჩატარდება, რომელიც ძველი პარლამენტის უფლებამოსილებას წყვეტს და ახალი პარლამენტის შემადგენლობის უფლებამოსილებას ცნობს.

ამასთანავე, გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საპარლამენტო არჩევნები 11 ოქტომბრის მერე დაინიშნება, მაშინ შესაძლოა, ამ მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე შეიკრიბოს, რომელიც სექტემბრის პირველ სამშაბათს ტარდება.

ბეჭდვა