რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს.
ვიზიტი 8 აგვისტოსაა დაგეგმილი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, ამ ეტაპზე დიპლომატები ვიზიტის დეტალებს აზუსტებენ.
აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინი სოხუმში ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელ რაულ ხაჯიმბას შეხვდება.
