გიორგი კვირიკაშვილი: კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია
 გიორგი კვირიკაშვილი: კიდევ უფრო ძლიერი ამერიკა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია
13:54 01.08.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა გლობალურ გამოწვევებს აღუდგეს წინ.
მისივე თქმით, საქართველო აშშ-ის ადმინისტრაციასთან უფრო ღრმა პარტნიორობას ელის.
„პირველ რიგში, ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანი გახლავთ უფრო ძლიერი ამერიკა საქართველოსთვის, ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებული ამერიკის ძლიერებით და მოხარულები ვიქნებით, რომ ვიხილოთ ძლიერი ამერიკა, რომელიც წინ აღუდგება გლობალრ გამოწვევებს. საქართველოს ნამდვილად გაუჭირდება რუსეთის მხრიდან ჩარევის გაანალიზება. ჩვენი სადაზვერვო საშაულებებით არ გვქონდა საშულება დაგვედგინა რუსეთის ნაბიჯები. ამერიკის ხალხმა თავისი გადაწყვეტილება გააჟღერა პრეზიდენტის არჩევით და ჩვენ ველით უფრო ღმა პარტნიორობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან“- განაცხადაპრემიერმა

ბეჭდვა