მაიკ პენსი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა
  მაიკ პენსი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა
10:20 01.08.2017
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
პენსმა შეხვედრა 4 ოპოზიციური პარტიის ლიდერთან გამართა.
ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით შეხვედრაზე საგარეო საფრთხეებსა და გამოწვევებზე, ასევე ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ისაუბრეს.
“ყველა საკითხს შევეხეთ, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების. შევთავაზე ბატონ ვიცე პრეზიდენტს, რომ შევთანხმდეთ ფორმულაზე, მათი მხრიდან თუა Amerikan first იყოს Georgia next, ჩვენი მხრიდან იქნება Georgia first, Amerika next და ამაზე შევჯერდით. ეს ნიშნავს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
მაიკ პენსი საქართველოს გუშინ ეწვია. ცოტა ხანში ის ოფიციალურ შეხვედრას გამართავს მთავრობის კანცელარიაში. შუადღისით კი პენსი საქართველოს დატოვებს.

ბეჭდვა