პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიში ძალიან
პოზიტიური და მაღაპროფესიონალურ დონეზე შედგენილია.
„აუცილებლად შევისწავლით მას და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ როგორც NDI-სთან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და მივაღწიოთ საერთო ამოცანას - არჩევნების დემოკრატიულად, ორგანიზებულად და თავისუფლად ჩატარებას“- განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, დასკვნაში მთელი რიგი რეკომენდაციებია მოცემული, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო გარემოს და არჩევნების მენეჯმენტის გაუმჯობესება. ამასთანავე, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ანგარიშში მიმოხილულია ყველა ის პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც 2008 წლიდან, 2012 წლის არჩევნების უფრო ორგანიზებულად ჩატარებისთვის გადაიდგა.
