NDI - პარლამენტმა და მთავრობამ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ხელი უნდა შეუწყონ
NDI - პარლამენტმა და მთავრობამ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ხელი უნდა შეუწყონ
16:38 29.06.2012
საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ ხელი უნდა შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას. აღნიშნულ რეკომენდაციას NDI იძლევა.

ამასთან, ინსტიტუტს მიაჩნია, რომ პარლამენტმა და მთავრობამა პატივი უნდა სცენ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებსა და ნორმებს, რათა ყველა პროცედურა გამჭვირვალე იყოს და საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდას შეუწყოს ხელი. ასევე, მათ უნდა უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის გამჭვირვალე, თანაბარი და კეთილგონიერი გამოყენება.

„წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის აქტუალურობისა და მის გარშემო არსებული დისკუსიის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს და განიხილოს დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და ამით უპასუხოს სამოქალაქო საზოგადოების წუხილს ნორმების თანაზომიერად აღსრულების თაობაზე. ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არჩევნების შემდეგ მოხდეს საარჩევნო კამპანიისა და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მრავალპარტიულ ფორმატში განხილვა“ - აღნიშნავს NDI წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშში.

ბეჭდვა