საქართველოს კონტროლის პალატა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემაჯამებელ შეხვედრას გამართვენ.
პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე „პოლიტიკური დაფინანსების მეთოდოლოგიის გზამკვლევის“ დოკუმენტი განიხილება.
დოკუმენტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის მეთოდოლოგია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროში, „საქართველოს
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, რათა კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგის პროცესი.
შეხვედრა საქართველოს კონტროლის პალატის თბილისის ოფისში 17:30 სთ-ზე დაიწყება.
