პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების სისტემის შეცვლას მოითხოვენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან დაპირება სოციალური დახმარების სწორი სისტემის ჩამოყალიბებაზე, მხოლოდ დაპირებად რჩება.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების დღეს არსებული მეთოდოლოგია არასამართლიანი და არაობიექტურია, რადგან უამრავი ღარიბი ოჯახი სახელმწიფო დახმარების და შეღავათების გარეშეა დარჩენილი.
„ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი პირობას დებდა, რომ ქულების დაანგარიშების ფორმულის შეცვლა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას გაამარტივებდა, თუმცა, ბევრი ღატაკი ოჯახის შემთხვევაში პირიქით მოხდა“ - განაცხადა ხოკერაშვილმა.
„საქართველოს ევროპელ დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება მხოლოდ შემოსავლის და არა ქონების შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს.
