ლთოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს
მოქალაქეობა სამართლიანად ჩამოერთვა, რადგან მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო.
ამის შესახებ სუბარმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა აბსოლუტურად კანონიერად ჩამოერთავა, იმიტომ რომ მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ეს კანონდარღვევით მიიღო თუ არა, ეს იმ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის გასარჩევი საქმეა. როგორც 2007 წელს ის იყო აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკოსი საქართველოში, იგივეა ახლაც და ეს დაინახა ჩვენმა მეგობარმა ხალხმა, რომ მისგან რაიმე სარგებელს არ უნდა ელოდონ. რაც შეეხება ექსტრადიციას ამაზე არსებობს ჩვეულებრივი პროცედურები, რომლებიც ყველას მიმართ არის თანაბარი“- განაცხადა სუბარმა.
