ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ
რომელ არხს ენდობა მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ პასუხად „რუსთავი 2“ დაასახელა. მას 34%-იანი მხარდაჭერა აქვს.
საზოგადოების მხრიდან ნდობის კუთხით „რუსთავი 2“-ს ბევრად არ ჩამორჩება ტელეკომპანია „იმედი“, რომელსაც გამოკითხულთა 32% პროცენტი ენდობა.
დარჩენილი ხმები კი ასე გადანაწილდა:
პირველი არხი: 3%;
ობიექტივი: 2%;
პალიტრა TV: 1%;
TV პირველი: 1%;
მაესტრო: 1%;
რუსეთის პირველი არხი: 1%;
ჯი-დი-ესი: 1%.
გამოკითხული მოსახლეობის 6% უპირატესობას სხვა ტელევიზიებს ანიჭებს, 3%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
