ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ქართულ მედიას ურჩევს არჩევნების გაშუქებისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისად იმოქმედონ.
მედიისთვის აღნიშნული რეკომენდაცია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია გაწერილი.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიამ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინფორმაციაზე უნდა იზრუნოს, ასევე, უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისთვის დებატების ხელმისაწვდომობა.
„რეგიონალურმა და ადგილობრივმა ტელევიზიებმა უნდა გაიღონ ყველანაირი ძალისხმევა, რათა ადგილობრივ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის დებატები გამართონ ან გააშუქონ“ - აღნიშნულია NDI-ს ანგარიშში.
