რუსეთის წინააღმდეგ აშშ ახალ სანქციებს აამოქმედებს
რუსეთის წინააღმდეგ აშშ ახალ სანქციებს აამოქმედებს
10:31 26.07.2017
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტში რუსეთის ზოგად აგრესიულ ქმედებებზე და ასევე უკრაინისა და საქართველიოს ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტს მოქმედი სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლება აღარ ექნება და ის ვალდებული ხდება მოსკოვს უკრაინიდან, საქართველსა და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.
კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, საჭიროა, კონგრესმა რუსეთის პასუხისმგებლობაში მიცემა უზრუნველყოს.
„ჩვენ ვერ მივცემთ უცხო ძალებს ჩვენი არჩევნების პროცესში ჩარევის უფლებას. ჩვენ პრეზიდენტს არ აქვს სურვილი, ამ თავდასხმის გამო პასუხი აგებონოს რუსეთს და ეს სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა შეერთებულ შტატებზე. საჭიროა, კონგრესმა დაიცვას თავისი როლი ამ საკითხში და უზრუნველყოს რუსეთის პასუხისმგებლობაში მიცემა" - აღნიშნა კონგრესემენმა, დევიდ სისილინიმ.

ბეჭდვა