NDI - ცესკომ საარჩევნო დავები დროულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს
NDI - ცესკომ საარჩევნო დავები დროულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს
14:19 29.06.2012
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო დავები დროულად, ობიექტურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ უნდა გამოიძიოს და გადაჭრას.
ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში.
NDI ცესკოს ურჩევს საარჩევნო საჩივრების სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი განხილვა უზრუნველყოს, ასევე დროული რეაგირება მოახდინოს დამკვირვებელთა მიერ შეტანილი ყველა საჩივრის დარეგისტრირებაზე.
ამასთან, ცესკომ დამატებით უნდა იზრუნოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, რათა ამომრჩევლს ინფორმაცია ჰქონდეს სად და როდის მისცეს ხმა, რა უფლებები აქვს მას არჩევნების დღეს.
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამომრჩეველთა განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის საარჩევნო პროცედურების შესახებ ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს და გამოიკრას ეთნიკური უმცირესობების ენებზე“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ბეჭდვა