„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე,
იარაღით მისვლასთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
კახიძის განცხადებით, შეცდომა დაუშვა, როდესაც აქციაზე იარაღი წაიღო, ამიტომ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე პოლიციაში დაკითხვაზე გამოცხადდა.
„იარაღს კანონიერად ვატარებ, მაქვს ამის უფლება. რაც შეეხება აქციაზე მის ქონას აქციაზე, ის არ უნდა მქონოდა, ზოგადად ვატარებ ხოლმე და აქციაზეც წამომყვა. მაგრამ არ უნდა წამომეღო. შესაბამისად, ეს იყო ჩემი შეცდომა და ამ შემთხვევაში პოლიციაც კანონის შესაბამისად ახდენს რეაქციას და მეც, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი. მივესალმები ზოგადდ იმას, თუ ხელისუფლება ასეთივე გულმოდგინებით მოახდენს რეაგირებას სხვა სამართალდარღვევებზეც“- განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საუბარი 23 ივლისის აქციაზეა, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ ლოზუნგით - „არა ფაშიზმს“ გამართა.
