საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,
იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და იერუსალიმის დასავლეთის კედელი მოინახულა.
პრემიერის ვიზიტი ისრაელში დღეს სრულდება.
