„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) კონტროლის პალატას რეკომენდაციას აძლევს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ყველა გამოძიება სიღრმისეულად და მიუკერძოელბად
ჩატარდეს.
ამის შესახებ ნათქვამია NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეიმუშაოს, გამოაქვეყნოს და დაიცვას გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურები, მათ შორის გამოძიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
“ყველა გამოძიება უნდა იყოს სიღრმისეული და მიუკერძოებელი. ამასთან, მონიტორინგის პროცესის დროს კონტროლის პალატის თანამშრომლებმა მედიასთან განცხადებების გაკეთებისგან თავის უნდა შეიკავონ“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, კონტორლის პალატას NDI მედიასთან ურთიერთობის მხრივაც აძლევს რეკომენდაციას, სადაც აღნიშნულა, რომ სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მკაფიო, გასაგები ინფორმაციის მიწოდებისა და უფრო გამჭვირვალედ მოქმედების გზით, მისი მიკერძოებულ ორგანოდ აღქმა უნდა აირიდოს თავიდან.
რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტის, NDI-ს მიაჩნია, რომ არც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ და არც მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა არჩევნებში კენჭი არ უნდა იყარონ, ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.
