საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე საქართველოში უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე საქართველოში უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
18:27 24.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში უნგრეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან სილვია პეტოსთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს მიმდინარე წლის 3-6 დეკემბერს თბილისში უნგრულის კულტურის დღეების (Hungarian Cultural Days in Tbilisi) ჩატარების საკითხი და ამ ფორმატში უნგრული მხარის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამის პროექტი.

აღნიშნულის გარდა, შეხვედრისას მხარეები შეეხნენ კულტურის სფეროში საქართველოსა და უნგრეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.


ბეჭდვა