საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ომანის სასულთნოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა,
აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის აჰმედ ალ-ჰინაის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა რიგით მეორე კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ქვეყნებსშორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა საკითხი. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა ხელი შეეწყოს ორმხრივისექტორული ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის სექტორს. დადებითად შეფასდა ომანიდან ვიზიტორების რიცხვისზრდა და დასახულ იქნა ამ კუთხით მომავალში ჩასატარებელი სამუშაოები. ქართულმა მხარემ დეტალურად გააცნო ომანის მხარეს ქვეყანაში არსებულისაინვესტიციო და ბიზნეს გარემო.
საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების გლობალური საკითხები და მიმდინარე გამოწვევები.ქართულმა მხარემ სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების ვითარება დაადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საკითხები.
კონსულტაციების პარალელურად გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან.
25 ივლისს ომანის დელეგაცია გამართავს შეხვედრებს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოში.
