"ქართულ ოცნებაში" მათი დაკავებული მხარდამჭერების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ
"ქართულ ოცნებაში" მათი დაკავებული მხარდამჭერების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ
17:12 25.02.2012
"ქართული ოცნების" წევრები ამ წუთებში დაკავებული ახალგაზრდების - მიშა მესხის, გიორგი აფხაიძის, გიორგი ფარესაშვილის და დავით ფაცაციას ადგილსამყოფელს არკვევენ.
როგორც "ნიუსპრესს" "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ის ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიდის, სადაც დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მიღებას შეეცდება.
კიკვიძის ბაღთან პოლიციამ ახალგაზრდული ორგანიზაციების ოთხი წევრი - მიშა მესხი, გიორგი აფხაიძე, გიორგი ფარესაშვილი და დავით ფაცაცია დააკავა. ისინი კიკვიძის ბაღში ხეების გაჩეხვის პროცესს აპროტესტებდნენ. მანამდე პოლიციამ კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა.

ბეჭდვა