საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტოშიო კაიტანისთან, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში იაპონიის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერა და იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აქტიურ წვლილს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში და ტოშიო კაიტანის წარმატებები უსურვა.
