NDI -ს პრეზიდენტის კენეთ ვოლაკის შეფასებით, must caryy-ს პრინციპი საქართველოში მინიმუმ შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შედეგების
გამოცხადებამდე უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ ვოლაკმა დღეს, NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის მიერ წინასაარჩევნო ვითარების ანგარიშის პრეზენტაციისას აღნიშნა.
მისი თქმით, must caryy-ს პრინციპი პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობას გაზრდის.
„მიმაჩნია, რომ must caryy-ს პრინციპი საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ადრე უნდა განხორციელდეს, რათა შემდგომ ტექნიკური პრობლემების თავიდან არიდება მოხდეს. ასევე, ეს პრინციპი მინიმუმ არჩევნების შედეგების გამოცხადების პერიოდსაც უნდა მოიცავდეს“ - აღნიშნა ვოლაკმა.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და მედიისთვის must caryy-ს ნორმების გათვალისწინებით, წინა არჩევნებთან შედარებით, 2012 წლის საარჩევნო პროცესი უფრო რეგულირებულია.
„ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივები წარმოადგენს გამოწვევას ინსტიტუტების კომპეტენციის და პროცესების მიმართ, ნდობის ხანმოკლე დროში გაზრდის თვალსაზრისით“ - ნათქვამია ანგარიშში.
