პერ ეკლუნდი - მერეთში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ
პერ ეკლუნდი - მერეთში მომხდარ ინციდენტში დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ
12:26 29.06.2012
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაცია იმედოვნებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში კოალიაცია  „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება გამჭვირვალედ და ობიექტურად წარიმართება.
აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც დღეს ჟურნალისტებს NDI-ს პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა, NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ და დელეგაციის სხვა წევრებმა გააცნეს.
„დელეგაციის ვიზიტისას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფებს შორის ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რასაც უნდა მოჰყვეს საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დელეგაციის წევრის პერ ეკლუნდის თქმით, NDI-ს წინასაარჩევნო მისიას მიაჩნია, რომ შემდეგი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საზოგადოებაში ნდობის გზარდას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა