კიკვიძის ბაღში კიდევ ერთი პირი დააკავეს
კიკვიძის ბაღში კიდევ ერთი პირი დააკავეს
17:04 25.02.2012
დღეს კიკვიძის ბაღში კიდევ ერთი პირი - პარტია "სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის"
საერთაშორისო მდივანი თეიმურაზ მურვანიძე დააკავეს.  
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიისთვის ამ წუთამდე უცნობია თუ რა მიზეზით მოხდა მათი საერთაშორისო მდივნის დაკავება.
" ჩვენ გვაქვს ვიდეო კადრები სადაც ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზ მურვანიძე არ ეწვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მივმართავთ სახალხო დამცველს და საქართველოში
აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუს რეაგირება მოახდინონ პოლიციის მხრიდან
ჩადენილ უკანონობაზე" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიციამ კიკვიძის ბაღთან კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ოთხი წევრი დააკავა.

ბეჭდვა