საქარველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არაპროგნოზირებადი
საერთაშიორისო გარემოს პირობებში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება საქართველოს წარმატებისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
მიისვე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით საქართველო გამოკვეთილ ლიდერად იქცა, რაც ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
ამის შესახებ პრემიერმა „ამბასადორისლი 2017“-ის გახსნაზე განაცხადა.
„დღევანდელი ტურბურენტული და ხშირ შემთხვევაში არაპროგნოზირებადი საერთაშიორისო გარემო გახლავთ უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო და განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნისთის, როგორიც საქართველოა. ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და თითოეული შესაძლებლობის გამოყენება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ის ფაქტი, რომ წარმატებით გაუმკლავდეს საერთაშორისო გამოწვევებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ საკითხში დიპლომატიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მართლაც, საქართველოს შეუძლია იამაყოს, რომ ყავს ძალიან მაღალპროფესიონალი და პატრიოტულად განწყობილი დიპლომატიური კორპუსი. საქართველომ ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით ყველა სფეროში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, განვლილი წლები ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. აღსანიშნავია ის თანმიმდევრული წინსვლა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განაგრძობდა დემოკრატიის განმტკიცების, ინსტიტუციების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენი ქვეყნის წარმატებების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა წარმოუდგენელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომლის დაუღალავი შრომის გარეშე. ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ნათელი გამოხატულება იყო ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომლებმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო შეფასება მიიღო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის მზარდ დამოუკიდებლობას. საქართველო საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი დრო დგება, ამიტომ ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის მომავალი წელი უკიდურესად საპასუხისმგებლო იქნება.
„ქართული დიპლომატიის ძალსხმევით საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურადაა წარმოდგენილი. კერძოდ, მინდა აღვნიშნო ბოლო წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დააადასტურა ჩვენი დიპლომატიის წარმატებული ძალისხმევა. მიმდინარე წელს გაეროს უშიშროების სამჭოში სამჯერ გაიმართა უმაღლესი დონის დებატები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. გაეროს ადამინის უფლებათა საბჭოში პირველად იქნა მიღებული საქრთველოს მხარდამწერი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება. კიდევ უფრო გაიზარდა მხარდაჭერა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ევროპის საბჭოში, სადაც რუსეთს დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას. რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ არაერთგზის გაიმართა მსჯელობა ეუთოს ფარგლებში, სადაც რეგულარულად კეთდება საქრთველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების გამყარების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო აშშ-ის ბიუჯეტის კანონში პირველად გაჩენილი ჩანაწერი საქრთველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე ქვეყანამ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით, ამ რიგად, ჩვენი ქვეყნისა და მისი სუვერენიტეტისა და მზარდი მხარდაჭერის ფონზე ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და ჩვენს ძირითად პოლიტიკურ პარტნიორებს მტკიცე მხარდაჭერისათვის. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრულობა საქარათველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების აღსრულების მიმართულებით არის ის სწორი გადაწყვეტილება რომელიც მიიყვანს საქართველოს სასურველ მიზანთან. სწორედ ამიტომ მომავალი წელი უკიდურესად საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის. ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მომავლისთის გადამწყვეტი დრო დგება და ჩვენი წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე, რისი მიღწევაც მხოლოდ აქტიური და შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიითაა შესაძლებელი“- განაცხადა კვირიკაშვილმა.
