ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია ვიზიტის შედეგებს
წარადგენს.
როგორც „ნიუსპრესს“ NDI-ის საქართველოს ოფისიდან აცნობეს, დელეგაციაში მისურის შტატის მდივანი რობინ კარნაჰანი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, NDI-ის პრეზიდენტი კენეთ ვოლაკი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო და სხვები შედიან.
დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დღეს სრულდება. დელეგაციის წევრები საქართველოში არჩევნებისთვის მზადების პროცესის და ზოგადი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ჩამოვიდნენ.
მათი ვიზიტის მიზანს ასევე, ხელისუფლებასთან, საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის საფუძველზე წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართული ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობების შეფასება წარმოადგენდა.
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.
