ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ ანგარიშზე სიმბოლურად შვიდ-შვიდ ლარს გადარიცხავენ
ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ ანგარიშზე სიმბოლურად შვიდ-შვიდ ლარს გადარიცხავენ
09:11 29.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, დღეს, „ქართული ოცნების“ ანგარიშზე სიმბოლურად 7-7 ლარს გადარიცხავენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“  „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აქცია კოალიციის რუსთავის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივის - „სოლიდარობა ქართულ ოცნებას“ ფარგლებში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ორ ქალაქში - რუსთავში პარტიის ოფისთან 11:00 საათზე, თბილისში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 12:00 საათზე შეიკრიბებიან და ბანკი „ქართუს“ მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღევანდელ მსვლელობას საკუთარი ინიციატივით, მხარდამჭერებიც შეუერთდებიან.

ბეჭდვა