ჯეიმს აპატურაი: განვაგრძობთ საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაციის მონიტორინგსა და რუსეთზე ზეწოლას
ჯეიმს აპატურაი: განვაგრძობთ საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაციის მონიტორინგსა და რუსეთზე ზეწოლას
16:21 13.07.2017
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება მიუღებელია.
მისივე თქმით, იმით, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება, ადამიანების უფლებები ირღვევა და მათ პრობლემები ექმნებათ.
„ამ დილით დამატებით მივიღე ინფორმაცია სამეთვალყურეო ოფისიდან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. რაც ხდება ესაა მიუღებელი. ადამიანებს ექმნებათ პრობლემები. არ აქვთ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. ირღვევა მათი უფლებები. ნატოს არაერთხელ უთქვამს და იტყვის ამჯერადაც, რომ ორგანიზაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო შეშფოთებულები ვართ. განვაგრძობთ ყურადღბით სიტუაციის მონიტორინგსა და ზეწოლას რუსეთზე“- განაცხადა აპატურაიმ.

ბეჭდვა