საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან რუსეთის
ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, რუსეთთან დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატებში გაგრძელდება.
ამის შესახებ იზორიამ ბათუმში განაცხადა, სადაც რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენცია იმართება და სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაა.
„რუსეთი აგრძელებს ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ. აქედან გამომდინარე, დიალოგი იმ საერთაშორისო ფორმატებში უნდა გაგრძელდეს, რომლებიც არსებობს“- განაცხადა ლევან იზორიამ.
