დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა
00:33 13.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა დღეს შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ჯასიმ მუჰამედ ალ ქასემისთან (Jassim Mohamed Al Qasemi).

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და საემიროებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციასა და საქართველოსა და საემიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.


ბეჭდვა