საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იგორ დოლგოვის განცხადებით, რუსეთის
აგრესიული ქმედება ქართველი ხალხის მშვიდობისა და შეთანხმების წინააღმდეგაა მიმართული.
მისივე თქმით, ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, ადამიანის უფლებების უპრეცენდენტო დარღვევაა.
ამის შესახებ დოლგოვიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომელიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია სულ უფრო საშიში და საგანგაშო ხდება. ნაცვლად იმისა, რომ რუსული მხარე მშვიდობისთვის ისწრაფოდეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო პოტენციალს ზრდის. ყოველთვის მათთვისაც, ვისაც ეჭვი ეპარებოდა აქამდე, უკვე გასაგებია, რომ რუსეთის აგრესიული ქმედება მიმართულია ქართველი ხალხის მშვიდობისა და შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით რუსეთის დაპირებების ფასი, მათი ნდობა არ შეიძლება. ის, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, ადამიანის უფლებების უპრეცენდენტო დარღვევაა“- განაცხადა იგორ დოლგოვიმ.
