პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა
პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრად ილია ელოშვილი წარადგინა
13:36 12.07.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის ახალი მინისტრი წარადგინა.
მისი განცხადებით პოსტს კახი კალაძის მოადგილე ილია ელოშვილი დაიკავებს.
„ენერგეტიკის მინისტრად მინდა წარმოგიდგინოთ ილია ელოშვილი. ილია ელოშვილი 2012 წლიდან იყო ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე და ყველა პროექტში, რომელიც სამინისტრომ განახორციელა, მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.
იგი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი, ასე, რომ მინისტრობის გამოცდილებაც აქვს და დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევს თავს ამ ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას და ამოცანებს. მას აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ილია მუშაობდა USAID-ისა და „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამებში და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი“- განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბეჭდვა