უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას
12:49 12.07.2017
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა.
ამის შესახებ სიიარტომ ავსტრიაში განაცხადა, სადაც დღეს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედარა გაიმართა.
„უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს და რა თქმა უნდა, არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. ცოტა ხნის წინ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სტუმრად იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრი და ყველა საკითხზე დეტალური მოლაპარაკებები გაიმართა“- განაცხადა სიიარტომ.

ბეჭდვა