სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ
12:44 12.07.2017
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
მისივე თქმით, საქართველო სწრაფად უახლოვდება ევროპას.
ამის შესახებ ლაიჩაკიმ ავსტრიაში განაცხადა, სადაც ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო, კარგი მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. გვიხარია საქართველოს წარმატება საერთაშორისო ასპარესზე. ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა.უახლოვდება ჩქარი ნაბიჯებით ევროპას, რასაც მივესალმებით. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და მცოცავ ოპკუპაციას, ეს რთული საკითხია, თუმცა სლოვაკეთის პოზიცია ცალსახაა, ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ“- განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ბეჭდვა