მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხი ეუთოს დღის წესრიგში აქტიურად იყოს
მიხეილ ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხი ეუთოს დღის წესრიგში აქტიურად იყოს
12:32 12.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით,საქართველოს მიზანია, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს ეხება, ეუთოს დღის წესრიგში იყოს.
ამის შესახებ ჯანელიძემ ავსტრიაში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ქართულმა მხარემ ერთ-ერთ საკითხად საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დააყენა.
„ჩვენი მიზანია, რომ არა მარტო ზოგადად ბორდდერიზაციის საკითხი, არამედ ის საკითხებიც, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საბოლოოდ, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულიერების საკითხი, ეუთოს დღის წესრიგში აქტიურად იყოს. ამასთან, ის საკითხიც, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზების შექმნას“- განაცხადა ჯანელიძემ.

ბეჭდვა