იაპონია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა იაპონელ კოლეგა იოშიკო ნოდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკურ და საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს და საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
„იაპონია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის“ - აღნიშნა გილაურმა და დასძინა, რომ იაპონია, ასევე, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით.
დღესვე, იაპონიაში მყოფი ქართული დელეგაცია, პრემიერის ხემძღვანელობით, იაპონელ ბიზნესმენებს შეხვდება.
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, გილაური ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრებს შეხვდა.
