მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო
17:55 28.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო.
ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა ორმოცამდე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ასევე, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციებმა მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბელგიაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთნ გამართა შეხვედრები.
საუბარი გაიმართა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.

ბეჭდვა