მიხეილ ჯანელიძე მოლდოვის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა
 მიხეილ ჯანელიძე მოლდოვის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა
10:08 11.07.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კიშინეუში მოლდოვის პრემიერ- მინისტრთან, პაველ ფილიპთან გამართა შეხვედრა.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრეს. მიხეილ ჯანელიძემ მოლდოვის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გულითადი მოკითხვა გადასცა და აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობის მეთაური პირადად არის დაინტერესებული საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობა ყველა სტრატეგიული მიმართულებით განვითარდეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობის შესამჩნევ დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების გაცვლის თვალსაზრისით. დადებითად შეფასდა მიმდინარე წელს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიისა და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივებს. მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლის ზრდას, ასევე მოლდოველი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს ტურისტული პოტენციალის მიმართ გამოხატულ მზარდ ინტერესს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ ფილიპს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ლიბერალურ-ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოზე და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლდოველი პრემიერი თბილისში აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე - „Tbilisi Road and Belt Forum” მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და მოლდოვას საერთო მიზნებისა და ინტერესების განხორციელებაში, რაც უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციას, ასევე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრივ არსებულ გამოწვევებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ორივე ქვეყანადაინტერესებულია გაიზიაროს ურთიერთგამოცდილება სახელწმიფოს განვითარების, წამატებული რეფორმების იმპლემენტაციის მიმართულებით. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა საქართველოსწარმატებული რეფორმებით საჯარო ადმინისტრირების, სამოქალაქო სერვისების და საგადასახადო სისტემების სფეროში.



ბეჭდვა