საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მოსამზადებელი პროცესი და მოლოდინებია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არაფორმალური დიალოგის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა მომდევნო სამიტის მნიშვნელობას, რომელმაც ახალი იმპულსი და შესაძლებლობები უნდაშესძინოს „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ და ორიენტირებული უნდა იყოს პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობისთვის პრაქტიკული შედეგების მიღწევასა და ასევე„აღმოსავლეთ პარტნიორი“ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებაზე.
ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ მომზადებული დოკუმენტს „20 Deliverables for 2020”, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ გეგმასა და ინიციატივებს დაორიენტირებულია პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობას მოუტანოს ხელშესახები შედეგები.
არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ევროკავშირის მხრიდან ასევე გაჟღერდა ახალი ინიციატივის შესახებ - საგარეო საინვესტიციო გეგმა, რომელიცევროპარლამენტმა გასულ კვირას დაამტკიცა. გეგმა ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას გრანტებისა და სესხის სახით პარტნიორ ქვეყნებში ბიზნესისგანვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის, განვითარების ხელშეწყობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. დოკუმენტის პრეზენტაცია ტალინშიმიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბიზნეს ფორუმზე მოხდება.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმების და ქვეყნის განვითარებისპრიორიტეტები შესაბამისობაშია ევროკავშირის სტრატეგიასთან, მან განსაკუთრებით გამოყო ინიციატივები და პრიორიტეტები, რაც უკავშირდება ბიზნესისხელშეწყობას, მცირე მეწარმეობის განვითარებას, საჯარო ადმინისტრირების რეფორმას, ციფრული ბაზრის ჰარმონიზაციას, ფინანსური ინსტრუმენტებისგამოყენებას, ასევე ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის განვითარებას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, ისევე როგორც მაქსიმალურინტეგრაციას ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში და უმაღლესი განათლების სფეროში მეტ შესაძლებლობებს.
მიხეილ ჯანელიძე მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური დიალოგის ფარგლებში ენერგო-ეფექტურობის საკითხზე სექტორული სესიისორგანიზებას. მან ხაზი გაუსვა ევროპის ენერგო უსაფრთხოებისა და ენერგო დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს როლს და მის კონტრიბუციას და აღნიშნა,რომ საქართველოს წევრობა ევროპის ენერგეტიკულ ქარტიაში გახლავთ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით.აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საკითხებზე სექტორულ სესიაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.
არაფორმალური დიალოგის შეხვედრაზე მონაწილეების მხრიდან ასევე ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში სტრატეგიულიკომუნიკაციების მნიშვნელობას.
საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებას მოახდინოს მეტი ინტეგრაცია ევროკავშირში და აღნიშნა, რომ ქვეყნისსაბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. მისი განცხადებით საქართველომ მაქსიმალურად გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატისშესაძლებლობები, რამაც დადებითი როლი ითამაშა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. დღეს საქართველო ფოკუსირებულია ევროკავშირთანასოცირების დღის წესრიგის ეფექტურ იმპლემენტაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ამბიციურ გეგმაზე, რაც ითვალისწინებს ქვეყნის პრაქტიკულმომზადებას ევროკავშირთან ინტეგრაციის საბოლოო მიზნისთვის.
არაფორმალურ დიალოგში ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობდნენ ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანესჰანი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი, საგარეო ქმედებათაევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისშესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის ფორმატი 2013 წელს ჩამოყალიბდა და ითვალისწინებს ზოგადი და სექტორული ხასიათისშეხვედრებს. საქართველომ ამ პერიოდში არაფორმალურ დიალოგს ორჯერ (2013 და 2015 წწ.) უმასპინძლა.
