საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 9-10 ივლისს მოლდოვას რესპუბლიკას
ოფიციალური ვიზიტით ეწვია, სადაც მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მიხეილ ჯანელიძე ქალაქ კიშინეუში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრაში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრას გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან. შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემულ საფოსტო მარკებს მოეწერება ხელი, რის შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპთან და პარლამენტის პრეზიდენტთან ანდრიან კანდუსთან.
კიშინეუში, მიმდინარე წლის 10 ივლისს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი. ევროკავშირის მხარიდან -ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანი; ესტონეთის, როგორც ევროკავშირისსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი; საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურიმდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დანარჩენი ხუთი ქვეყნისშესაბამისი უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყურადღება გამახილდება 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“სამიტის მოსამზადებელ პროცესზე.
