პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, 81 ხმით, ერთხმად მიიღო კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თაობაზე,
რომელიც წინასაარჩევნოდ საკაბელო ოპერატორების მიერ საერთო მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტს ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, ე.წ. must carry–ს პრინციპი არჩევნებამდე 60 დღით ადრე ამოქმედდება და არჩევნების წინა დღეს შეწყდება.
როგორც კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, კანონი გაითვალისწინებს დავების მოკლე ვადაში განხილვას და ტრანზიტის განუხორციელობლების შემთხვევაში შესაბამის სანქციებს.
გარდა ამისა, სხვა მაუწყებლებთან ერთად იგეგმება ტელეკომპანია „კავკასიის“ მაუწყებლობის ტრანზიტიც მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტელეკომპანია მხოლოდ თბილისზე მაუწყებლობს.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც კანონპროექტის დეტალები მეორე და მესამე მოსმენისთვის მომზადდება.
