„თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის და კახეთის ოფისების ხელმძღვანელები კონტროლის პალატაში დაიბარეს
„თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის და კახეთის ოფისების ხელმძღვანელები კონტროლის პალატაში დაიბარეს
15:22 28.06.2012
„თავისუფალი საქართველოს“ ბათუმის და კახეთის რეგიონალური ოფისების ხელმძღვანელები ბადრი ცინცქილაძე და გიორგი მოსიძე კონტროლის პალატაში დაიბარეს.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები კონტროლის პალატაში დაკითხვაზე დღეს, 17:00 საათზე მივლენ.
მისივე ინფორმაციით, მოსიძე თბილისში, ხოლო ცინცქილაძე ბათუმში მისცემს ჩვენებას.
„საქმე ეხება პარტიისთვის გაკეთებულ შემოწირულობებს, რომელთა ოდენობაც 8 ათასიდან 20 ათას ლარამდეა. მინდა აღვნიშნო, რომ ბადრი ცინცქილაძეც და გიორგო მოსიძეც დაკითხვაზე აუცილებლად მივლენ და ჩევნე ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ“ - აღნიშნა კუკავამ.



ბეჭდვა