მიხეილ სააკაშვილი ქართული საბრძოლო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო
მიხეილ სააკაშვილი ქართული საბრძოლო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო
15:17 25.02.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართული საბრძოლო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო.
ქართული წარმოების საბრძოლო ჯავშნოსან მანქანა "ლაზიკას", შეიარაღების დისტანციური მართვის მოდული, ცეცხლის მართვის სისტემა და მასზე დამონტაჟებული 23 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხი და 7.62 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიამფრქვევი აქვს.
საბრძოლო მანქანას გააჩნია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ მანქანის შიგნიდან დისტანციურად სამიზნის აღმოჩენას და ცეცხლის მართვას ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში.
"ლაზიკას" ეკიპაჟი სამი კაცისგან შედგება, მას შეუძლია აგრეთვე 7 კაციანი დესანტის გადაყვანა ნებისმიერ რელიეფზე.
პრეზიდენტი ქართული ჯავშნოსანის პრეზენაციას თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად დაესწრო.
ინფორმაცია პრეზენტაციის შესახებ ქართულმა ტელეარხებმა გაავრცელეს.

ბეჭდვა