საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით NDI და IRI ანგარიშს ეუთო-სგან დამოუკიდებლად შეიმუშავებენ.
ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიები თანამშრომლობენ, ანგარიშის შემუშავება დამოუკიდებლად მოხდება“ - აღნიშნა ბასმა.
ელჩის თქმით, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პარალელურად განთავსდებინ, თუმცა, ეს არ შეეხება დიდ ურბანულ დასახლებებს.
„ვეცდებით, მაქსიმალურად დავფაროთ ყველა უბანი“ - აღნიშნა ბასმა.
NDI-ს და IRI-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ, ხოლო მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია - საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
